რეზონანსი
26.04.2020

11 მარ­ტი­დან მსოფ­ლიო კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მი­ას ებ­რძვის. ჯერ­ჯე­რო­ბით ვირუს­თან წარ­მა­ტე­ბით ბრძო­ლა ვერ ხერ­ხდე­ბა. მსოფ­ლი­ოს ისევ არ აქვს COVID-19-ის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო არც მე­დი­კა­მენ­ტი და არც ვაქ­ცი­ნა. ყო­ველ დღე ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნი იღუ­პე­ბა და ათა­სო­ბით ინ­ფი­ცირ­დე­ბა. ამ დრო­ის­თვის გლო­ბა­ლუ­რი მას­შტა­ბით, კო­რო­ნა­ვირუ­სით 2 943 582 ადა­მი­ა­ნი და­ინ­ფი­ცირ­და, რო­მელ­თა შო­რი­საც, 203 917 პა­ცი­ენ­ტი გარ­და­იც­ვა­ლა, ხოლო 842 333 გა­მო­ჯან­მრთელ­და.

კო­რო­ნა­ვირუ­სის ახა­ლი შტა­მი ბოლო ინ­ფორ­მა­ცი­ით გა­მოვ­ლე­ნი­ლია მსოფ­ლი­ოს 210 ქვე­ყა­ნა­სა და ტე­რი­ტო­რი­ულ ერ­თე­ულ­ზე. ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბის მხრივ კი ქვეყ­ნე­ბის ათე­უ­ლი ასე გა­მო­ი­ყუ­რე­ბა - აშშ, ეს­პა­ნე­თი, იტა­ლია, საფ­რან­გე­თი, გერ­მა­ნია, დიდი ბრი­ტა­ნე­თი,თურ­ქე­თი, ირა­ნი, ჩი­ნე­თი და რუ­სე­თი.

ყო­ვე­ლი­ვეს ფონ­ზე მსოფ­ლი­ო­ში ჯერ კი­დევ არის ისე­თი ქვეყ­ნე­ბი და ად­გი­ლე­ბი, სა­დაც კო­რო­ნა­ვირუ­სი ჯერ არ გა­მოვ­ლე­ნი­ლა. ვნა­ხოთ, ად­გი­ლე­ბი, სა­დაც, ოფი­ცი­ა­ლუ­რად COVID-19-ის არც ერთი შემ­თხვე­ვა არაა გა­მოვ­ლე­ნი­ლი:

პა­ლაუ, ტონ­გა, სო­ლო­მო­ნის კუნ­ძუ­ლე­ბი, მარ­შა­ლის კუნ­ძუ­ლე­ბი, ბე­რუნ­დი, კო­მო­რის კუნ­ძუ­ლე­ბი, ჩრდი­ლო­ეთ კო­რეა, მიკ­რო­ნე­ზი­ის ფე­დე­რა­ლუ­რი შტა­ტე­ბი, კი­რი­ბა­ტი, ნა­უ­რუ, სა­მოა, ტა­ჯი­კე­თი, თურ­ქმე­ნე­თი, ტუ­ვა­ლუ, ვა­ნუ­ა­ტუ.

წყარო: "ამბები.ჯი“

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×