რეზონანსი
26.04.2020

ქართველმა სამართალდამცველებმა ამერიკელ კოლეგებათან ერთად, ბათუმში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, ორი მილიონი დოლარსის 40 კგ ჰეროინი ამოიღეს.

სპეცოპერაცია საქართველოს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ნარკოტიკებთან ბრძოლის ადმინისტრაციის მიერ ერთობლივად ჩატარდა.

დაკავებულია ბულგარეთის ორი მოქალაქე, რომლებმაც მარტში ნარკოტიკები მსუბუქი ავტომობილით შემოიტანეს და ახდენდნენ ევროპაში რეალიზებას.

„ორთვიანი საერთაშორისო სპეციპერაცია წარმატებით დასრულდა. ამერიკის შეერთებული შტატების ნარკოტიკებთან ბრძოლის ადმინისტრაციის თანამშრომლების მიერ ერთდროულდ საქართველოს მასშტაბით ჩატარებილი სპეციალური ღონისძიების შედეგად ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკული ნივთიერება ჰეროინი. მისი ღირებულება შავ ბაზარზე ორ მილიონ დოლარს აჭარბებს.

გამოძიებით დგინდება რომ ბულგარეთის რესპუბლიკის ორი კოქალაქე რომელთა დაკვების ღონისძიება მიმდინარეობს. საქართველოსში მომდინარე წლის მარტში უკანონოდ გადმოზიდეს მსუბუქ ავყომობილში სპეციალურ სამალვში კოწყობილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით საშუალებები. აღნიშნული ნარკოტიკები განათავსეს ბათუმში კერძოდ დროებით საცხოვრებელ ბინაში. და აორგანიზებდნენ მის ცენტრალურ ევროპაში გადაზიდვას."-განაცხადა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა მამუკა ჭელიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×