რეზონანსი
26.04.2020

ოკუპირებულ აფხაზეთში, კერძოდ გუდაუთაში „კოვიდ 19"-ით 95 წლის ქალი გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, პაციენტს თანმდევი ქრონიკული დაავადებები აღენიშნებოდა.

დაავადებულს კორონავირუსის დიაგნოზი 11 აპრილს დაუდასტურდა, თუმცა ის თავდაპირველად ჰოსპიტალიზაციაზე უარს აცხადებდა. კლინიკაში კი მდგომარეობის გაუარესების შემდეგ, 20 აპრილს გადაიყვანეს.

საავადმყოფოში შესვლისას პაციენტს ორმხრივი პოლისეგმენტური პნევმონია, ასევე მწვავედ გამოხატული ჰიპერტონია და თირკმლის ქრონიკული უკმარისობა აღენიშნებოდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×