
საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა. 83 წლის მამაკაცი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა.
კლინიკის დირექტორი, ლევან რატიანი აცხადებს, რომ მისი მდგომარეობა კრიტიკული იყო.
„სამწუხაროდ, ბატონი, რომელიც იყო ტერმინალურ მდგომარეობაში დღეს დაუფიქსირდა სიკვდილი. ასაკით გახლდათ 83 წლის, ქრონიკული პათოლოგიებით, ანამნეზში იყო გულის უკმარისობა, მოციმციმე არითმია. ჩატარებული ექოსკოპიური კვლევის შედეგად, ყველა სარქვლის ნაკლოვანებით იყო აღნიშნული პაციენტი. მიუხედავად ჩატარებული ღონისძიებებისა დღეს დილით დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი," - აღნიშნა ლევან რატიანმა.
ცნობისთვის, ეს საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილი მე-6 პაციენტია.