რეზონანსი
26.04.2020

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ ერთი, მეექვსე პაციენტი გარდაიცვალა, - ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა განაცხადა. გარდაცვლილი 83 წლის კაცია.

„83 წლის კაცთან, რომელიც ტერმინალურ მდგომარეობაში იყო, ბიოლოგიური სიკვდილი დაფიქსირდა. ჰქონდა ქრონიკული პათოლოგიები, ანამნეზში იყო გულის უკმარისობა, მოციმციმე არითმია, ყველა სარქვლის ნაკლოვანება. მიუხედავად ჩატარებული რეანიმაციული ღონისძიებებისა, დღეს დილით პაციენტი გარდაიცვალა", - განაცხადა რატიანმა.

კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა კი, 456-დან 485-მდე გაიზარდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×