რეზონანსი
26.04.2020

აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში შვიდი ახალი კოვიდინფიცირებული პაციენტი ჰყავთ. ყველა მათგანი გუშინ ღამით შეიყვანეს საავადმყოფოში და შვიდივე ე.წ. ბოლნისის კლასტერიდანაა.

ამ ეტაპზე, საერთო ჯამში, ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკაში 56 პაციენტია მოთავსებული და მათგან 33-ს კორონავირუსი აქვს დადასტურებული. კლინიკიდან ლაბორატორიაში გამოსაკვლევად 17 პაციენტის ნიმუშებია გაგზავნილი, მათგან ხუთი პაციენტის შემთხვევაში ექიმები გამოჯანმრთელების პასუხს ელოდებიან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×