რეზონანსი
26.04.2020

უკრაინის პირველი პრეზიდენტი ლეონიდ კრავჩუკი საქართველოს ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის უკრაინის ვიცე-პრემიერად შესაძლო დანიშვნას ეხმიანება და აცხადებს, რომ უკრაინა თავად გადაწყვეტს ვინ, სად და როგორ დანიშნოს და ქართული მხარის განცხადება ელჩის გაწვევის შესახებ „უკიდურესობაა".

„ვფიქრობ, ეს განცხადება უკიდურესობაა. სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა. ის საქართველოს მოქალაქე არ გახლავთ. უკრაინის ხელისუფლებას მის დანიშვნასთან დაკავშირებით ნებისმიერი წინადადების გაკეთება შეუძლია" , - განაცხადა კრავჩუკმა უკრაინულ მედიასთან საუბარში.

მისივე თქმით, უკრაინა სუვერენული სახელმწიფოა და თავად გადაწყვეტს, ვინ, სად და როგორ დანიშნოს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×