რეზონანსი
26.04.2020

მსოფლიოში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა 203 289-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ მონაცემებს worldometers-ი აქვეყნებს.

ამავე სტატისტიკის თანახმად, მსოფლიოში კორონავირუსის 2 921 439 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი - 836 978-ია.

როგორც დაინფიცირებულთა, ასევე დაღუპულთა რაოდენობით აშშ ლიდერობს, სადაც COVID 19-ის 960 896 შემთხვევაა დადასტურებული, დაღუპულთა რაოდენობამ კი - 54 265-ს მიაღწია.

ყველაზე მეტი დაინფიცირებული ჰყავს ესპანეთს (223 759), იტალიასა (195 351) და საფრანგეთს (161 488). ფატალური შემთხვევების რაოდენობით კი ევროპის ქვეყნებს შორის პირველ ადგილზე კვლავ იტალიაა 26 384 დაღუპულით, მას მოსდევს ესპანეთი, სადაც გარდაცვლილთა რაოდენობამ 22 902-ს მიაღწია და საფრანგეთი, სადაც ვირუსს 22 614 ადამიანი ემსხვერპლა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×