რეზონანსი
26.04.2020

ლენტეხში დაინფიცირებული პირველი პაციენტი გამოჯანმრთელდა. სპეციალისტების განმარტებით, პირველადი შედეგი ასევე უარყოფითია მის მცირეწლოვან შვილთანაც, მას დღეს ჩუტარებენ განმეორებით ტესტირებას და იმედოვნებენ, რომ მამა-შვილი ერთად დატოვებს კლინიკას.

სახელმწიფო რწმუნებული რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში არჩილ ჯაფარიძე ლენტეხის ბლოკ პოსტთან იმყოფებოდა, საიდანაც უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს დროული რეაგირებისთვის მადლობა გადაუხადა.

აგრეთვე, რწმუნებული მადლობას უხდის ექიმებს, მოსახლეობას და პროცესებში ჩართულ სამინისტროებს.

ამ ეტაპზე, ლენტეხის ე.წ ცხელების ცენტრში და ასევე, თვითიზოლაციაში არც ერთი ადამიანი არ იმყოფება.

ლენტეხის მუნიციპალიტეტში კორონავირუსით დაინფიცირების პირველი შემთხვევა 5 აპრილს დაფიქსირდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×