
50 წლის ქართველი ქალბატონი, რომელმაც კორონავირუსი დაამარცხა, ქართველ ექიმებს მადლობას უხდის. რუსუდან გვანცელაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ ვირუსმა "ჩუმი სიკვდილი გამოატარა".
"გამარჯობა სიცოცხლე, გამარჯობა ჩემო მეგობრებო... ცრემლები მომდის ამას რომ ვწერ. 5 აპრილიდან 25 აპრილის ჩათვლით მე გამოვიარე ჩუმი სიკვდილი...
უდიდესი მადლობა მინდა ვუთხრა ჩემი ოჯახის გადამრჩენელს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკის პროფესორს ბატონ ლევან რატიანს, პროფესორ კახაბერ ჭელიძეს მთელი კლინიკის მედ პერსონას ასეთი სიკვდილ სიცოცხლესთან ჭიდილში, მადლობა ჩემს სულიერ მამაო სერაფიმეს, ჩემს მეგობრებს, ნათესავებს მეზობლებს...
მთელ თბილისს, მსოფლიოს, ვინც გვერდში მედგა ამ საშინელი ჩუმი სიკვდილის ვირუთან ბრძოლისას", - წერს გვანცელაძე.