რეზონანსი
25.04.2020

თეთრიწყაროში ადგილობრივი საავადმყოფოს ექთანს კორონავირუსი დაუდასტურდა. ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის განცხადებით, ექთანმა სამედიცინო დაწესებულებას ცხელებით, როგორც პაციენტმა ისე მიმართა.

შოთა რეხვიაშვილის თქმით, დადასტურდა დაავადების სიმპტომებიც.

„მისულია ეპიდემიოლოგების გაძლიერებულ ჯგგუფი, იკვლევენ მასალებს და პირველ რიგში, მედპერსონალს. თეთრიწყაროში არავითარი საგანგაშო არ არის, თუმცა, სამწუხაროდ, დაავადების გავრცელების წყარო არც აქ არ არის ცალსახად დადგენილი. აქაც იგივე მოთხოვნები გვაქვს - შევინარჩუნოთ სიმშვიდე და დავრჩეთ სახლში", - განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×