რეზონანსი
25.04.2020

როდესაც პანდემიას დავძლევთ, შეგვიძლია, მოვიქცეთ ამ ვირუსის მიმართ ისე, როგორც ვიქცევით, ტუბერკულოზის, ან თუნდაც გრიპის მიმართ, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

„საქართველოში ყოველწლიურად ტუბერკულოზის ათასამდე შემთხვევა ფიქსირდება, მაგრამ ყველამ ვიცით, რომ ეს არ ხდება განსაკუთრებული განგაშის საგანი.

მომავალში, როდესაც პანდემიას დავძლევთ, შეგვიძლია, მოვიქცეთ ამ ვირუსის მიმართ ისე, როგორც ვიქცევით, ტუბერკულოზის, ან თუნდაც გრიპის მიმართ.

ამისთვის, აუცილებელია, რომ ეპიდემია იყოს გაშვებული დაღმავალი გზით, მასობრივი ტესტირება ამაში მხოლოდ დაგვეხმარება.

საქართველოში აქამდე ვერ კეთდებოდა მასობრივი ტესტირება, რასაც ხსნიან იმით, რომ ხარისხიანი ტესტების დეფიციტი იყო.

თუმცა ტესტავდნენ იმ პირებს, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებოდა, მხედველობაში მაქვს პაციენტები, რომელთაც ჰქონდათ სიმპტომები აბ რისკის ფაქტორები - კონტაქტი პაციენტთან, ინფიცირებულთან, ან სხვა.

ამას ბოლნისის, მარნეულის, ქობულეთის მაგალითები გვიჩვენებს", - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×