რეზონანსი
25.04.2020

თურმე, მეტი შემთხვევები გვქონდა და ამას ვერ აღმოვაჩენდით. ჩვენ ბევრი არაპირდაპირი ინდიკატორი გვაქვს, რომლითაც ვაკონტროლებთ, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რითაც საზოგადოების ნაწილის შეშფოთებას გამოეხმაურა იმის თაობაზე, რომ ქვეყანაში შესაძლოა, იმაზე მეტი ინფიცირებული იყოს, ვიდრე ოფიციალურად დადასტურებული 456 ადამიანია, თუმცა მათი გამოვლენა იმის გამო ვერ ხდება, რომ საყოველთაო ტესტირება არ ტარდება.

როგორც გამყრელიძე განმარტავს, ქვეყნაში გაფართოებული ტესტირება ერთი კვირის წინ დაიწყო და ის ყოველდღიურ რეჟიმში ფართოვდება. მისივე თქმით, მომდევნო დღეებში შემთხვევების ზრდას მოსალოდნელია, თუმცა, არა დრამატულად.

„ბოლნისში შემთხვევების გამოვლენა ე.წ. გაფართოებული ტესტირების შედეგი არ იყო, ის იყო მიზანდასახული ტესტირების შედეგი. წინა დღეებში 2 ინფიცირებულის ოჯახის წევრები და ნათესავები გამოვიკვლიეთ, იქ გამოვლინდა 19 შემთხვევა. ჩაკეტილ სოფლებში ინტენსიურ თერმოსკრინინგს ვაწამოებთ, ვისაც ტემპერატურა აღმოაჩნდება, უკვე PCR ტექნოლოგიებით ვუკეთებთ ტესტირებას. ასევე გაფართოვდა ტესტირება ყველა კლინიკაში, თუ არ ვცდები, კოვიდის და ცხელების 31 კლინიკაა, ტესტებისა და გამოკვლევების რაოდენობა ქვეყანაში თანდათან იზრდება. ამასთან, ქვეყანაში სწრაფი ტესტებიცაა, დახლოებით, 5 000.

 ტესტირებას კიდევ მეტად ვაფარათოვებთ, გეგმა გვაქვს, რომ იქითა კვირის ბოლოს, დღეში 1500 ტესტზე ავიდეთ, ქვეყანაში PCR ტექნოლოგიების სერიოზული მარაგი იქმნება და შემდეგ უკვე, მაისის შუა რიცხვებში შეიძლება, 2000-ზეც გვქონდეს საუბარი - განაცხადა გამყრელიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×