რეზონანსი
25.04.2020

არ არსებობს მტკიცებულება, რომ ვირუსისგან გამოჯანმრთელება, იმუნიტეტს ქმნის - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.

ორგანიზაციის შეფასებით, ვარაუდია რომ ადამიანებს, რომლებსაც COVID-19 გადატანილი აქვთ, ანტისხეულები განმეორებით დაინფიცირებისგან დაიცავს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ სწორედ ამიტომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია COVID-19-ზე იმუნიტეტის დამადასტურებელი სერტიფიკატების გაცემის წინააღმდეგია. ზოგიერთი სახელმწიფოს მთავრობა გამოვიდა ინიციატივით, რომ მოქალაქეებს, ვისაც ორგანიზმში COVID-19-ის ანტისხეულები აღმოაჩნდებათ, ე.წ. იმუნიტეტის სერტიფიკატი გადაეცეს, რაც კარანტინის პირობებში მათ თავისუფლად გადაადგილებისა და მუშაობის საშუალებას მისცემდა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×