რეზონანსი
25.04.2020

28 აპრილს, დანიიდან და სკანდინავიის სხვა ქვეყნებიდან საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში დაბრუნდებიან.​ კოპენჰაგენი-თბილისის მიმართულებით რეისს ავიაკომპანია "Georgian Airways"შეასრულებს

აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ერთობლივი ძალისხმევით იქნა მიღებული.

როგორც ცნობილია, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ჩართულობით და საკრუინგო კომპანია "Elvictor Crew Management Service"-ის ორგანიზებით, ქართველი მეზღვაურები "Georgian Airways"-ის სპეციალური რეისით საქართველოდან კოპენჰაგენში გაემგზავრებიან.

ამავე რეისით, საქართველოს მთავრობისა და საკრუინგო კომპანიის "Elvictor Crew Management Service" შეთანხმების საფუძველზე, დანიაში და სკანდინავის სხვა ქვეყნებში მყოფი საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში დაბრუნდებიან. ბილეთების რელიზაცია დაიწყება რეისამდე ორი დღით ადრე,"Georgian Airways"-ის ვებ-გვერდზე.

საკოორდინაციო საბჭოსთან განსაზღვრული ავიარეისების ფარგლებში, უკვე შესრულდა რეისები ევროპის სხვადასხვა ქალაქებიდან, მათ შორის, ვარშავადან, ბერლინიდან, ვენიდან, ლონდონიდან, ათენიდან, აშშ-დან, ლარნაკადან, ამსტერდამიდან, პეკინიდან, რომიდან, პარიზიდან, თელ-ავივიდან, ბარსელონადან და ა.შ. რომლებითაც სამშობლოში დაბრუნდნენ როგორც ამ ქალაქებში მყოფი თანამემამულეები, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მყოფი ქართველები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×