რეზონანსი
25.04.2020

რუსეთის დუმაში დამოუკიდებელი სახელმწიფოების თანამეგობრობის კომიტეტის ხელმძღვანელი, ლეონიდ კალაშნიკოვი კორონავირუსით დაავადდა- ამის შესახებ მან რია ნოვოსტს განუცხადა და აღნიშნა, რომ ორმხრივი პნევმონია აღენიშნება.

„ჯერჯერობით თავს ნორმალურად ვგრძნობ, ასე მრომ მკურნალობენ. საავადმყოფოში ვწევარ"- აცხადებს კალაშნიკოვი. მისი თქმით, კორონავირუსის ანალიზის პასუხი უარყოფითი იყო, მისი დაავადების იდენტიფიკაცია კომპიუტერული ტომოგრაფიით მოხდა- „ტესტებით ვირუსი არ დადასტურდა. მე თვითონ წავედი კომპიუტერული ტომოგრაფიის გასაკეთბლად, სადაც ყველაფერი მაშინვე გაირკვა".

დეპუტატმა აღნიშნა, რომ იგი მძღოლისგან დაინფიცირდა, რომელიც გასულ კვირას გახდა ავად - „ ჩემი მძღოლი უკვე ერთი კვირის წინ დააწვინეს, მე კი ორშაბათს აღმომაჩნდა კოვიდ 19-ის ინფექცია".

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×