რეზონანსი
25.04.2020

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვახვრელში ავტოსაგზაო შემთხვევას 42 წლის ლერი სადაღაშვილი ემსხვერპლა. მსუბუქი ავტომობილი, რომელსაც ლერი მართავდა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და მდინარეში გადავარდა.

ლერი სადაღაშვილს ,,მწვანე ბარათი" ჰქონდა მოგებული და ბოლო პერიოდში ამერიკაში ცხოვრობდა. საქართველოში დაახლოებით ერთი თვის წინ დაბრუნდა და სამი კვირა საკარანტინო სივრცეში იმყოფებოდა, რის შემდეგაც საკუთარ სახლში, სოფელ ქვახვრელში დაბრუნდა.

ავარიამდე მამაკაცი საკუთარ ოჯახში ქეიფობდა, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი კი საჭესთან დაჯდა და გარეთ გამოვიდა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განგვიცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსსკ-ის 276-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით დაიწყო.

წყარო: პრაიმტაიმი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×