რეზონანსი
25.04.2020

„ცოტა მიკვირს, სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ და თან მიხარია, რომ ჩვენთან, ჯანდაცვის მუშაკებთან ერთად მედიის წარმომადგენლებიც არ ინფიცირდებიან", - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ საზოგადოებრივ მაუწყებელთან ისაუბრა.

„მიხარია, ჩვენც რომ ამდენი ხანი გადავრჩით. გადარჩენა ჰქვია ამას, მედიცინის ოცამდე მუშაკი რომ არის დაინფიცირებული. ეს ზღვაში წვეთია იმასთან შედარებით, რაც უცხოეთში ხდება. მაგალითად, იტალიაში 6 000-ზე მეტი მედიცინის მუშაკი დაინფიცირდა. ცოტა მიკვირს, სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ და თან მიხარია, რომ მათ ღმერთი იფარავს და მედიის წარმომადგენლები ჯერჯერობით, არ ინფიცირდებიან. იმიტომ, რომ ისინი, რა თქმა უნდა, შედიან რისკის ჯგუფში, რადგან მუდამ მოვლენათა ეპიცენტრში არიან და ძალაუნებურად უწევთ თუნდაც, სოციალური დისტანცირების დარღვევა, რომ ინტერვიუს ასაღებად რესპონდენტთან ახლოს მივიდნენ. რა თქმა უნდა, ჟურნალისტების ტესტირებაც უნდა მოხდეს ", - ამბობს თენგიზ ცერცვაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×