რეზონანსი
25.04.2020

36 ნიმუში, რომელიც გუშინ კახეთიდან ლუგარის ლაბორატორიაში გააგზავნეს კორონავირუსზე ისევ უარყოფითია. ამ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილებაში ადასტურებენ.

საეჭვო პაციენტებიდან ნიმუშების აღება დღესაც მოხდება, როგორც ე.წ ცხელების ცენტრებიდან, ასევე კარანტინის სივრცეებიდან.

ბოლო ცნობებით, რეგიონის სამი მუნიციპალიტეტის 10 საკარანტინო ზონაში 582, ხოლო თვითიზოლაციაში 12 ადამიანი რჩება. სპეციალისტების მეთვალყურეობა კი 4 მოქალაქეს მოეხსნა. კახეთში COVID-19-ის არც ერთი ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა არ გამოვლენილა

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×