
საფრანგეთის ხელისუფლებამ ნიკოტინის შემცველი პროდუქტების ონლაინ გაყიდვა აკრძალა. მას შემდეგ რაც მეცნიერების გარკვეულმა ჯგუფმა დაადგინა, რომ თამბაქოს მწეველები კორონავირუსს უკეთესად უმკლავდებიან, მოსახლეობამ თამბაქოს ჭარბი რაოდენობით შეძენა დაიწყო, რის გამოც მის გაყიდვაზე ზომების მიღება აუცილებელი გახდა.
საფრანგეთის ხელისუფლება განმარტავს, რომ ახლა მათი მიზანია დამატებითი კვლევები ჩაატარონ და საბოლოოდ დაადგინონ შესაძლებელია თუ არა თამბაქოს მეშვეობით კორონავირუსის დამარცხება.
როგორც გაირკვა, საუბარია ნიკოტინის პლასტერზე, რომელსაც ზოგადად სიგარეტისთვის თავის დასანებებლად იყენებენ. როგორც AMBEBI.GE-ს საფრანგეთში მოღვაწე ქართველმა ექიმმა რევაზ ბოჭორიშვილმა განუცხადა, ნიკოტინის პლასტირის გამოყენებით კორონავირუსით ინფიცირებულებზე პარიზში კვლევას მალე დაიწყებენ.
"თამბაქოს შესახებ ეს კვლევა მეც ვნახე... რატომ "იცავს" მწეველებს? ამაზე პასუხი გაურკვეველია. ახლა იწყებენ კვლევას პარიზში, ნიკოტინის პლასტირის გამოყენებით. ისევ და ისევ მხოლოდ ჰიპოთეზაა. და ბოლოს, არ დაგვავიწყდეს რომ მოწევასთან დაკავშირებული დაავადებები წელიწადში 75 000 ადამიანს კლავს (საფრანგეთში).
დიახ, დასაცავად ან სამკურნალოდ... ჯანმრთელებზე, საშუალო და მძიმე რეანიმაციაში მყოფ პაციენტებზე იწყება კვლევა პიტიე სალპეტრიერის კლინიკაში. ბოლო დროს იმდენი რამე იცადა სამკურნალოდ და ჯერ ჯერობით არაფერია რეალური. წყალწაღებულისა და ხავსის ამბავი მახსენდება. ვნახოთ რა იქნება", - რევაზ ბოჭორიშვილმა.