
მთავრობის ანტიკრიზისულ გეგმას ოპოზიცია აკრიტიკებს."სამოქალაქო მოძრაობის" ლიდერი ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ ხელისუფლების მიერ შემოთავაზებული ანტიკრიზისული გეგმა ქვეყანას კრიზისიდან ვერ გამოიყვანს. მისი თქმით, მთავრობას გეგმაზე ოპოზიციასთან ერთად უნდა ემსჯელა და ერთად უნდა შეჯერებულიყვნენ.
"ფული უნდა მისცეს მთავრობამ იმ ხალხს, რომელსაც ლუკმა-პური აღარ აქვს სამსახურის დაკარგვის გამო. და უთხრეს, 200 ლარს მოგცემთ 6 თვის განმავლობაში, სოცდაუცველებს - 100 ლარსო... საარსებო მინიმუმი, საქსტატის მიხედვით, 206 ლარია.
რომ ალპობენ 600 მილიონს საპენსიო ფონდში, დაუბრუნეთ ოჯახებს. ერთ საშუალო სტატისტიკურ ქართულ ოჯახს უკვე დაგროვილი აქვს ეს თანხები.
უამრავი ადამიანი სამსახურის, შემოსავლის გარეშე დარჩა და გამოკეტილია სახლში. მოდით, შემოვიჭიროთ ქამრები! აი, ამ სიტყვას ველოდებოდი" - აცხადებს ალეკო ელისაშვილი.