რეზონანსი
24.04.2020

დღეს უკვე მეორე შემთხვევა დაფიქსირდა, როდესაც ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით გამოჯანმრთელებულთა რიცხვმა დაინფიცირებულთა რაოდენობას გადააჭარბა. მართალია, დღეს ვირუსით, საერთო ჯამში, 19 ადამიანი დაავადდა, თუმცა დადებითი დინამიკა მაინც უფრო შთამბეჭდავი აღმოჩნდა და დღის განმავლობაში 21 პაციენტი გამოჯანმრთელდა. 

დადებითი დინამიკა პირველად 22 აპრილს დაფიქსირდა, როდესაც 10 ადამიანმა დაამარცხა კორონავირუსი და მხოლოდ 8 დაინფიცირდა. 24 აპრილს კი დამაიმედებელი ტენდენცია გაგრძელდა. განსაკუთრებით სასიხარულია ის ფაქტი, რომ საავადმყოფოებიდან 2 ათეულზე მეტი ჯამრთელი პაციენტი გაეწერა.

ამჟამად საქართველოში სულ დაინფიცირებულია 444 ადამიანი, ხოლო აქედან გამოჯანმრთელებულია - 132.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×