რეზონანსი
24.04.2020

ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას, პრემიერმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ საქმიანობებზე შეზღუდვები ეტაპობრივად, ორ კვირაში ერთხელ მოიხსნება. "რეზონანსმა" სპეციალური კალენდარი შეადგინა და აღმოჩნდა, რომ შეზღუდვები საბოლოოდ 6 ივლის მოიხსნება:

პირველი ეტაპი – 27 აპრილიდან 

მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება; ტაქსების მოძრაობა; ონლაინ ვაჭრობა სრულად; მიტანის სერვისი ნებისმიერ პროდუქტზე; ღია ტიპის აგრარული ბაზრების საქმიანობა.

ყოველი შემდგომი ეტაპი კი ორ კვირაში ერთხელ დადგება.

მეორე ეტაპი – 11 მაისიდან

მშენებლობა; სამშენებლო ზედამხედველობასთან დაკავშირებული საქმიანობა; სამშენებლო მასალების წარმოება; ავტოსამრეცხაოები/ავტოსერვისები; კომპიუტერის, პირადი და საყოფაცხოვრებო საქონლის რემონტი; სარეკრეაციო ზონების ფუნქციონირება.

მესამე ეტაპი – 25 მაისიდან

საცალო და საბითუმო მაღაზიები, გარდა მოლებისა, რომლებსაც გააჩნიათ დამოუკიდებელი შესასვლელი ქუჩიდან; 

ყველა ტიპის ღია ბაზრობა. საგამომცემლო საქმიანობა; 

მეოთხე ეტაპი – 8 ივნისიდან

სავაჭრო მოლები; ღია ტიპის რესტორნები/კვების ობიექტები (ადგილზე მომსახურებით); ყველა ტიპის საფინანსო მომსახურება; სილამაზის სალონები და ესთეტიკური ცენტრები;

მეხუთე ეტაპი – 22 ივნისიდან

დახურული ტიპის ბაზრები; ყველა ტიპის რესტორნები/კვების ობიექტები (ადგილზე მომსახურებით.)

მეექვსე ეტაპი – 6 ივლისიდან

გასართობი, სპორტულ გამაჯანსაღებელი, შემოქმედებითი საქმიანობა; აზარტული და სხვა მომგებიანი სათამაშო ბიზნესი; სასტუმროები; საგანმანათლებლო საქმიანობა; ყველა სხვა საქმიანობა არადისტანციურ რეჟიმში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×