რეზონანსი
24.04.2020

აღდგომის ღამეს ჩემთვისაც წარმოუდგენელი და შეუძლებელი იყო საეკლესიო მსახურებისთვის არ მიგვეცა საშუალება, რომ ეკლესიამდე მისულიყვნენ, ეს არის ის კომპრომისები და ბალანსი, რომლის საშუალებითაც ვეძებთ გზას, გავუმკლავდეთ ამ ეპიდემიას და პანდემიას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, ის სურათი, რომელიც მაგალითად, სააღდგომო დღესასწაულების შემდეგ თბილისში იყო, მეც არ მომეწონა.

„როცა არის მსუბუქი ავტომანქანებით შეზღუდვა გადაადგილების, დილით იღვიძებ და ქალაქში ამდენი მანქანა მოძრაობს, მიგაჩნია, რომ ეს არასამართლიანია, მესმის. მეც ასე მიმაჩნია, მაგრამ სამწუხაროდ, საგანგებო მდგომარეობაში ვიმყოფებით და კონტროლის ინსტრუმენტები არ არის ისეთი ეფექტური, როგორც თითოეულ ჩვენგანს გვგონია. მეორე მხრივ, არის უამრავი დაწესებულება და სერვისი, რომლის გაჩერებაც უბრალოდ არ შეიძლება - სასურსათო მაღაზიების გამყიდვლებიდან დაწყებული სააფთიაქო ქსელების მენეჯმენტით დამთავრებული. გუშინ, მაგალითად დაემატა ასობით მანქანა საინსაკაციო, რათა პენსიები დარიგდეს. შეუძლებელი იყო, რომ აღდგომის ღამეს საეკლესიო მსახურებისთვის არ მიეცათ საშვები, რომ ეკლესიამდე მისულიყვნენ. ეს არის ის კომპრომისები და ბალანსი, რომლის საშუალებითაც ჩვენ ამ ქვეყნის გზას ვეძებთ, გავუმკლავდეთ ამ ეპიდემიას და პანდემიას. ეს ჩვენი გზაა, სხვა ქვეყნებს თავისი გზა აქვთ. ჩვენს შემთხვევაში, არის ისე, რომ სააღდგომო მსახურება ეკლესიაში მამაოების თანხლებით მაინც უნდა ჩატარდეს, ან ის სურათები, რაც მთელმა მსოფლიომ ნახა. თუმცა, ის სურათი, რომელიც მაგალითად, სააღდგომო დღესასწაულების შემდეგ თბილისში იყო, მეც არ მომეწონა. მეც უკიდურესად გაღიზიანებული ვიყავი და მეც მქონდა უდიდესი უსამართლობის გრძნობა. პირადად მე, ქალაქში სამსახურში რომ მოვდიოდი, ხუთი-ექვსი-შვიდი მანქანის ნომრებს ვამოწმებინებდი და ყველას საშვი ჰქონდა. დისტრიბუცია, სამედიცინო მომსახურეობა, სააფთიაქო ქსელები, ჟურნალისტები", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×