
ჩინეთის ქალაქ უხანში, საიდანც პირველად კორონავირუსის აფეთქება მოხდა, კოვიდ-19-ით მძიმედ დაინფიცირებული ყველა პაციენტი განიკურნა - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „სინხუა" ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.
მძიმე ფორმით დაინფიცირებული პაციენტი არც ქალაქ უხანში და არც ჰუბეის მთელს პროვინციაში აღარ არის - ამის შესახებ ბრიფინგზე ჩინეთის ეროვნული ჯანდაცვის კომისიის ოფიციალური წარმომადგენელმა მი ფენგმა განაცხდა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ბოლო დღეების განმავლობაში, არც ინფიცირების ახალი შემთხვევები და არც საეჭვო შემთხვევები არ გამოვლენილა.
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ოფიციალური მონაცემებით, კოვიდ-19-ით გარდაცვალების ყველზე მეტი შემთხვევა ჰუბეის პროვინციაში დაფიქსირდა, რომელთა რაოდენობა 4.6 ათასადე ადამიანს შეადგენს. ამ შემთხვევებს შორის 1.2 ათასზე მეტი გარდაცვლილი თავდაპირველად სტატისტიკაში არ შედიოდა, ამის შესახებ ცნობილი მხოლოდ 17 აპრილს გახდა.
8 აპრილს ჩინეთის მედიასაშუალებებმა ქალაქ უჰანის სურათები გამოაქვეყნეს, სადაც ჩანდა, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ კარანტინისა და საგანგებო ვითარების პირობების შემსუბუქება დაიწყო, 76 დღის განმავლობაში ქალაქი მთლიანად იზოლირებული იყო. სატრანსპორტო მიმოსვლა, ფრენები აკრძალული იყო, მაცხოვრებლებს კი უხანის დატოვება მხოლოდ სპეციალური ნებართვით შეეძლოთ.