რეზონანსი
24.04.2020

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, რომ 200-ლარიანი დახმარების ჩარიცხვა მაისიდან დაიწყება.

როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, ეს თანხები არის სახელმწიფო დახმარება მიზნობრივი კონკრეტული მოქალაქისა და კონკრეტული ფიზიკური პირისთვის.

„ათვლა მოხდება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებიდან და გადარიცხვები დაიწყება მაისიდან, მაშინ, როდესაც შემოსავლების სამსახურს ექნება პირველი ინფორმაცია კომპანიების მიერ ჩაბარებული დეკლარაციების სახით და მაშინ, როდესაც ჩვენ დავინახავთ, რომ ადამიანმა სამუშაო და შემოსავალი დაკარგა", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×