რეზონანსი
24.04.2020

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, რომ ეკონომიკურ საქმიანობაზე შეზღუდვები მოიხსნება ეტაპობრივად, გადაწყვეტილება მიიღება ეპიდემიოლოგიური ვითარების ანალიზის საფუძველზე.

ეტაპებს შორის შუალედი საშუალოდ, ორი კვირა იქნება.

პირველი ეტაპი

27 აპრილიდან დაიშვება მსუბუქი ავტომანქანებით გადაადგილება;

ტაქსები დაიწყებენ მუშაობას;

დაშვებული იქნება ონლაინ და საბითუმო ვაჭრობა;

გაიხსნება ღია ტიპის აგრარული ბაზრები.

მეორე ეტაპი

ორი კვირის შემდეგ სამშენებლო კომპანიები გააგეძელებენ საქმიანობას, აღდგება სარეკრიაციო ზონების მუშაობა.

მესამე ეტაპი

შემდგომ ეტაპზე გაიხსნება საცალო მაღაზიები, ბაზრობები, ამუშავდება ყველა ტოიპის წარმოება და საგამომცემლო საქმიანობა.

მეოთხე ეტაპი

გაიღება სავაჭრო მოლები, ღია ტიპის რესტორნები, სილამაზის სალონები, ესთეტიკური ცენტრები

მეხუთე ეტაპი

დახურული ტიპის ბაზრობები და რესტორნები დაიწყებენ მუშაობას.

მეექვსე ეტაპი

გაიხსნება სპორტული და გასართობი ობიექტები

ამასთან, უნდა იყოს დაწესებული ეპიდემიოლოგების მიერ რეკომენდებული წესები

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×