რეზონანსი
24.04.2020

პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას თქმით, ორშაბათიდან მსუბუქი ავტოტრანსპორტის თავისუფლად გადაადგილდება, არ ნიშნავს იმ შეზღუდვების მოხსნას, რომელიც დაწესებული იყო საქალაქთაშორისო გადაადგილებაზე და იმ შეზღუდვების მოხსნას, რომელიც დაწესებული იყო დიდი ქალაქებისთვის: თბილისის, ქუთაისის, ბათუმის და რუსთავისთვის.

„ეს შეზღუდვები შენარჩუნდება, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენი შეზღუდვების დაწესება დაემთხვა სააღდგომო დღესასწაულებს და ბევრი ჩვენი მოქალაქე გასულიო იყო ან საცხოვრებელი ან თავისი სამუშაო ადგილიდან, ჩვენ გავაკეთებთ გამონაკლისს და 2 დღით - ორშაბათს და სამშაბათს - ჩვენს მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ დაბრუნდნენ რეგისტრაციის ან სამუშაო ადგილებზე. ორი დღის შემდგომ ის შესაბამისი შეზღუდვები სატრანსპორტო გადაადგილებაზე საქალაქთაშორისო და ქალაქების ჩაკეტვის თვალსაზრისით აღდგება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×