რეზონანსი
24.04.2020

პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას თქმით, ეკონომიკური საქმიანობის შეზღუდვების მოხსნის ეტაპებს შორის იქნება ორკვირიანი ინტერვალი, რომელიც ვითარების შეფასების შესაძლებლობას იძლევა.

„შეზღუდვების მოხსნა პირდაპირ კავშირშია, თუ როგორ კეთილსინდისიერად შევასრულებთ იმ წესებსა და პირობებს, რომლებსაც ექიმები გვიწესებენ. შევძლებთ თუ არა ეკონომიკური აქტივობის გახსნისა და შეზღუდვების მოხსნის შემდგომ ეტაპზე გადასვლას. ეტაპებს შორის შუალედი იქნება ორი კვირა. ეკონომიკური საქმიანობის შეზღუდვები მოიხსნება ეტაპობრივად და ორი კვირა არის ის პერიოდი, რომელიც გვაჩვენებს შეზღუდვების მოხსნის პირველი ეტაპი რა შედეგს მოგვიტანს - ეპიდემიოლოგიურად შევინარჩუნებთ დონეს, გაგვიუარესდება ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა თუ პირიქით. ამიტომ, ორი კვირა ქნება ის ინტერვალი, რომელიც ეტაპიდან ეტაპზე გადასვლის თვალსაზრისით გვექნება. ეტაპიდან ეტაპზე ყველა გადასვლა იქნება პროფესიონალებთან შეთანხმებით და ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის სრული შეფასებით,“- განაცხადა გიორგი გახარიამ.

ამასთან, მთავრობის მეთაურის თქმით, კრიტიკულად მნიშვნელოვანია და ეს უნდა გაითვალისწინოს ყველა კომპანიამ, რომ გარკვეული საქმინობებზე შეზღუდვების მოხსნა არ ნიშნავს იმას, რომ საქმიანობები უნდა განხორციელდეს ისე, როგორც ეს ეპიდემიამდე ხდებოდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×