რეზონანსი
24.04.2020

გოგი წულაიამ ქუთაისში, პარლამენტის ყოფილ შენობასთან პერფორმანსი გამართა. „თავისუფალი საქართველოს" თანათავმჯდომარემ ყოფილი საკანონმდებლო ორგანოს შენობასთან ღვინო მიიტანა და წითელი კვერცხი გადააგორა.

მისი თქმით, პერფორმანსი სიმბოლურად საქართველოში საკანონმდებლო ორგანოს გარდაცვალებას ასახავს.

"როდესაც პრემიერ-მინისტრი ხალხის მიერ არჩეულ დეპუტატებთან მისვლას არ კადრულობს, ის პარლამენტი არის მკვდარი და მას, როგორც გარდაცვლილს, ისე უნდა მივაგოთ პატივი", - აღნიშნა გოგი წულაიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×