რეზონანსი
24.04.2020

ჩინეთმა უდიდესი ტკივილი გამოიწვია, ბევრი სიცოცხლის დაკარგვა და ახლა მსოფლიო ეკონომიკა უდიდესი გამოწვევის წინაშე დგას, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ „ფოქს ნიუსის" ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ვაშინგტონი ჩინეთის „კომუნისტური პარტიის" მხრიდან სრულ გამჭვირვალობას ჯერ კიდევ ვერ ხედავს.

„მე ჯერ კიდევ შეშფოთებული ვარ, რომ არის რაღაცეები, რაც არ ვიცით. ჩვენ არ ვიცით ისტორია და ვერ ვგზავნით ჩვენს ჯგუფს ადგილზე, რომ გააკეთოს ის სამუშაო, რაც აუცილებელია. ეს არის მიმდინარე გამოწვევა და აშკარაა, რომ ჩინეთის „კომუნისტურმა პარტიამ" და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ვერ შეასრულეს თავიანთი ვალდებულებები. ჩინეთს მოუწევს ამასთან დაკავშირებული ფასის გადახდა", - განაცხადა პომპეომ.

ცნობისთვის, ჩინეთი კორონავირუსის შესახებ რეალური ინფორმაციის დამალვაში არაერთხელ დაადანაშაულეს აშშ-ის ლიდერებმა. ქვეყნის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ პეკინს რეალური ინფორმაცია რომ მიეწოდებინა მსოფლიოსთვის, ქვეყნები აღნიშნულ გამოწვევას უფრო მომზადებულნი შეხვდებოდნენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×