რეზონანსი
24.04.2020

აჭარაში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, იგი ე.წ.ქობულეთის კლასტერს უკავშირდება,- ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ნიჟარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი ინფორმაციით, ინფიცირებული ქობულეთში თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.

ნინო ნიჟარაძის თქმით, აჭარაში კორონავირუსით ინფიცირებული 38 პირია და ისინი კლინიკა "მედალფაში" მკურნალობენ.

"გუშინ დღის განმავლობაში ორივე ლაბორატორიაში 180 ნიმუში შევიდა, საიდანაც ერთი ახალი დადასტირებული შემთხვევა გამოვლინდა, რომელიც ქობულეთის კლასტერთან არის დაკავშირებული. ის თვითიზოლაციაში იმყოფებოდა. კორონავირუსით ინფიცირებულს ოჯახის გარდა, სხვა პირებთან კომუნიკაცია არ უფიქსირდება და შემხებლობაში მოსახლეობის სხვა ჯგუფებთან არ იყო. ამ წუთებში ინფიცირებული პირი კლინიკა "მედალფაში" გადაჰყავათ. ქობულეთის კლასტერთან დაკავშირებული 35 ინფიცირებული გვყავს, აქედან 15 შემთხვევის ირგვლივ კონტაქტები 530 პირია, მათ შორის 400-ს უკვე ლაბორატორიული დიაგნოსტიკა ჩაუტარდა. ვეცდებით, რომ დარჩენილი კონტაქტირებული პირები გაიტესტონ. ან ეტაპზე, კლინიკა "მედალფაში" 38 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს და ერთი განკურნებული პაციენტი, მათ შორის ერთის მდგომარეობა სტაბილურად მძიმე რჩება, დანარჩენების მდგომარეობა მსუბუქი და საშუალო სიმძიმისაა", - განაცხადა ნიჟარაძემ და დასძინა, რომ ამ ეტაპზე აჭარაში მდგომარეობა კონტროლირებადია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×