რეზონანსი
24.04.2020

ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის ინფექციონისტის ინფორმაციით, სტაციონარს გუშინ ორი პაციენტი შეემატა. ორივე პაციენტს კოვიდინფექცია დაუდასტურდა. რაც შეეხება ზოგად სურათს, კლინიაში კორონავირუსით ინფიცირებული 22 პაციენტი მკურნალობს. მათგან 6, 18 წლამდეა.

კლინიკაში მოთავსებული პაციენტებიდან, 11-თან პნევმონია ვლინდება. 3 ადამიანის მდგომარეობა მძიმე და საყურადღებოა.

საქართველოში კორონავირუსი 425 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 111 უკვე გამოჯანმრთელდა, 5 კი გარდაიცვალა. საქართველოს კიდევ 3 მოქალაქეს კორონავირუსი სხვა ქვეყნებში დაუდასტურდა და ისინი საქართველოში გადმოიყვანეს.

კარანტინის რეჟიმში - 5126 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 578.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×