რეზონანსი
24.04.2020

ზუგდიდში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ახალგაზრდა მამაკაცს მრავლობითი ჭრილობა მიაყენა ნაცნობმა მამაკაცმა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

"პრაიმტაიმის" ცნობით, დაჭრილი ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს. ჰოსპიტლის კლინიკური დირექტორის, სულხან ორჟონიას თქმით, შეყვანისას პაციენტის მდგომარეობა იყო უმძიმესი, მას გულმკერდისა და კისრის არეში ბასრი საგნით მიყენებული მრავლობითი ჭრილობა ჰქონდა.

მომხდარზე გამოძიება სსსკ-ის 117 მუხლის პირევლი ნაწილით დაიწყო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×