
“სამოქალაქო მოძრაობის” ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა აღნიშნა, რომ საჭიროების შემთხვევაში მოქალაქეები ნომერზე - 144 დაკავშირებას ვერ ახერხებენ.
“ის 144, რაღაც ჯანდაბის ნომერი გამოაცხადეს და მიდით, აბა, დარეკოს ვინმემ მაგ 144-ზე. არ ირეკება და გეუბნება, რომ ნომერი რეგისტრირებული არ არის. 112 უბედურ დღეშია, ისეთი გადატვირთულია.
კომუნალური გადასახადების გაუქმების გარდა, რა ნაბიჯი გადადგეს?! დარჩი სახლში, დარჩი სახლში - მეც გავიძახი და ისტორიის გაკვეთილებს ვუყვები ხოლმე ბავშვებს, შიმშილით ხომ არ უნდა დავიხოცოთ ამ სახლებში, ციდან ხომ არ მოფრინდება ფული “, – განაცხადა ელისაშვილმა “პოლიტიკის ფორმულაში”.