რეზონანსი
24.04.2020

საქართველოში კორონავირუსის ექვსი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 431 შემთხვევა არის დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელდა 114 პაციენტი (3 ახალი შემთხვევა).

კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში ხუთი პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში 5126 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 578.

ბოლო დღეებში დაიფიცირებულთა დინამიკა დაბალ ნიშნულზეა და დღეში 6-8 შემთხვევას არ აღამატება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×