რეზონანსი
23.04.2020

ავიაკომპანიის "Qantas"-ის პილოტი, 53 წლის ავსტრალიელი მამაკაცი, მაიკლ ქრიუ, რომელმაც კარანტინში ერთ თვეზე მეტი გაატარა და COVID-19-ისგან განიკურნა, კვლავ დაინფიცირდა. ამის შესახებ ინფორმაციას Daily Mail ავრცელებს.

მამაკაცს კორონავირუსი თავდაპირველად მას შემდეგ დაუდასტურდა, რაც ლონდონიდან პერთიში დაბრუნდა. ქრიუს თავის ტკივილი და ხველა განუვითარდა, მოგვიანებით კი 39 გრადუსამდე ტემპერატურად აღენიშნებდა. მისი მოსაზრებით, იგი კორონავირუსისგან ლონდონში, მაღაზიაში დაინფიცირდა.

სამშობლოში დაბრუნებისის შემდეგ, მას მერე, რაც მას კორონავირუსი დაუდასტურდა, ერთ თვეზე დიდი ხნის განმავლობაში იგი საკუთარ სახლში, თვითიზოლაციაში იმყოფებოდა. ამ პერიდში იგი კორონავირუსისგან განიკურნა, თუმცა ინფექცია ხელახლა დაუდასტურდა, მიუხედავად იმისა, რომ შეხება არავისთან ჰქონია, სამედიცინო პერსონალის გარდა.

ინფიცირებულის განცხადებით, დაავადებამ მის ორგანიზმს სერიოზული ზიანი მიაყენა.

"ვფიქრობ არ არსებობს სამედიცინო პრეპარატი, რომლებსაც დახმარება რეალურად შეუძლიათ. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, რამდენად ძლიერია თქვენი ორგანიზმი" , - განაცხადა მაიკლ ქრიუმ.

“Report.ge“

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×