რეზონანსი
23.04.2020

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო არ გამორიცხავს, რომ ვაშინგტონი არასოდეს აღადგენს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დაფინანსებას. ამის შესახებ მაიკ პომპეომ ტელეარხ Fox News-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

აქამდე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანმოს დაფინანსების შეჩერება გამოაცხადა. ტრამპის ადმინისტრაცია ორგანიზაციას კორონავირუსის ეპიდემიის აფეთქებაზე არასაკმარის რეაგირებაში ადანაშაულებს.

„ვფიქრობ და უფრო მეტიც, დიდი ალბათობით აშშ ამერიკელი გადამხდელების ფულს ჯანმოს არასოდეს გადაურიცხავს. შესაძლოა, უფრო მტკიცე ნაბიჯის გადადგმაც მოგვიწიოს", - განაცხადა მაიკ პომპეომ.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ჯანმოში პრობლემები ვლინდება.

„ჩვენ ეს უნდა გამოვასწოროთ. საჭიროა ჯანმოს სტრუქტურული რეფორმა", - დასძინა მან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×