რეზონანსი
23.04.2020

გვაქვს მოლოდინი, რომ შევძლებთ პიკის ნებისმიერი მაჩვენებლის მართვას ისე, რომ ჩვენი ჯანდაცვის სისტემა ამას გაუძლებს და შევძლებთ ყველა პაციენტის სამედიცინო დაწესებულებაში მიღებას, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ 1TV-სთან საუბრისას განაცხადა.

„კრიზისული ეტაპი დამოკიდებულია კორონავირუსის რეალურ დროში გავრცელებაზე. ვირუსის გავრცელების მართვა ქვეყნის ეკონომიკური ნაწილის გახსნის საშუალებას მოგვცემს. ეს კი მნიშვნელოვნად იმოქმედებს ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე. სწორედ ამისთვის ტარდება ყველა ის ღონისძიება, რასაც ამ ეტაპზე ვატარებთ", - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×