რეზონანსი
23.04.2020

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის სამსახურის განახლებული მონაცემებით, ქვეყნის საავადმყოფოებში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით კიდევ 616 პაციენტი გარდაიცვალა. მთლიანობაში, ვირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა ბრიტანეთში 18 738 -ს მიაღწია. თუმცა ამ რიცხვში არ არის შესული იმ გარდაცვლილთა მონაცემები, რომლებიც ხანდაზმულთა თავშესაფრებში დაიღუპნენ.

ყველაზე მეტი გარდაცვლილი ინგლისშია.

რაც შეეხება ინფიცირებულებს, დიდ ბრიტანეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში 4 583 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დაავადებულთა რიცხვმა 138 078 -მდე იმატა.

ამასთან BBC წერს, რომ მათ მეირ ჩატარებული მოკვლევის თანახმად, კორონავირუსს ბრიტანეთში სამედიცინო სფეროს დაახლოებით 103 თანამშრომელი ემსხვერპლა. აქედან 53 მამაკაცია და 50 ქალი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×