რეზონანსი
23.04.2020

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც, შესაძლოა, უკრაინის ვიცე-პრემიერად დაინიშნოს რეფორმების საკითხებში, უკვე დაიწყო არაფორმალური შეხვედრები ფრაქცია „სლუგა ნაროდა"-ს დეპუტატებთან და მათი დარწმუნება, მხარი დაუჭირონ მის დანიშვნას უკრაინის მთავრობაში.

ამის შესახებ „უკრაინსკაია პრავდა" ფრაქციაში სანდო წყაროზე დაყრდნობით წერს. გამოცემას წყარომ განუცხადა, რომ სააკაშვილი ხვდება მცირე ჯგუფებს „სლუგა ნაროდას" ფრაქციაში. გამოცემის ინფორმაციით, პარასკევს, 11:00 საათზე უნდა გაიმართოს ფრაქციის სხდომა, რომელსაც მიხეილ სააკაშვილიც დაესწრება.

ამავე წყაროს ცნობით, მიხეილ სააკაშვილი, შესაძლოა, ვიცე-პრემიერად 24 აპრილს დაინიშნოს. მოგვიანებით, თავად სააკაშვილმა განაცხადა, რომ მზად არის მიიღოს უკრაინის ხელისუფლების შეთავაზება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×