რეზონანსი
23.04.2020

 „ჩვენ ვიღებთ ფინანსურ დახმარებებს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან, რაც მოგვცემს შესაძლებლობას, დავაბალანსოთ ბიუჯეტში არსებული დანაკლისები და შევადგინოთ დივერსიფიცირებული ანტიკრიზისული პაკეტი".

ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ განაცხადა.

მისი თქმით,ჩვენ მკაცრი საბიუჯეტო ეკონომიის პირობებში ცხოვრება და მუშაობა მოგვიწევს.

„შეიკვეცება ყველა ის ხარჯი, რომელიც პირდაპირ და ირიბად კრიზისის დაძლევას არ უკავშირდება. ის ხარჯებიც, რომლებიც არ არის დაკავშირებული მოსახლეობის ჯანდაცვასთან, სოციალურ უზრუნველყოფასთან და სამუშაო ადგილების შენარჩუნებასთან. ფინანსური დახმარებები იქნება საკმარისი"-აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ.

კომიტეტის თავმჯდომარის განმარტებით, ხვალ გაცხადდება თუ რა სახის სოციალური პაკეტს ვთავაზობთ მოქალაქეებს, რომლებიც ახლა ან მომავალში პანდემიის შედეგად დაკარგავენ სამუშაო ადგილებს

„მთვარობა ხვალ წარადგენს დივერსიფიცირებულ პაკეტს. ეს არის მნიშვნელოვანი პაკეტი, რომელიც ითვალისწინებს გარკვეული რისკების გადაზღვევას ამ ადამიანების მიმართ. ასევე საუბარი იქნება იმაზეც თუ ეტაპობრივად, როგორ უნდა გამოვიდეთ შექმნილი კრიზისიდან და გავხსნათ ეკონომიკა"-განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

წყარო: “Ipress“

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×