რეზონანსი
23.04.2020

24 საათში 8 გამოჯანმრთელებული პაციენტი გავწერეთ, ასეთი შემთხვევა ამ თვენახევრის განმავლობაში არ გვქონია, - ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლალი ტურძელაძემ „ტვ პირველის" ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ამჟამად კლინიკაში 103 პაციენტი ჰყავთ და მათგან 86 კორონავირუსით არის ინფიცირებული.

„მინდა გაგახაროთ, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან გვიხარია, გუშინ საღამოს გამოჯანმრთელებული 4 პაციენტი გავწერეთ და დღესაც 4-მა პაციენტმა დატოვა ჩვენი კლინიკა. ანუ, 24 საათში 8 გამოჯანმრთელებული პაციენტი გავწერეთ, ასეთი შემთხვევა ამ თვენახევრის განმავლობაში არ გვქონია. კიდევ გვაქვს აღებული მეორეჯერადი ტესტები და შესაძლოა, ხვალაც გავწეროთ პაციენტები, რაც ძალიან სასიხარულოა. გვიხარია, რომ ამ შემთხვევებში კოვიდს ვიმორჩილებთ და ადამიანებს მისგან ვათაისუფლებთ" - განაცხადა ლალი ტურძელაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×