რეზონანსი
23.04.2020

წლის ბოლომდე სავარაუდოდ ვაქცინა არ იქნება - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ ჰოსპიტალში სტუმრობის შემდეგ განაცხადა, სადაც 49 პაციენტი მკურნალობს.

მისი თქმით, ვიზიტის მიზანი ყველაზე მძიმე პაციენტების მონახულება და ერთობლივი ტაქტიკის შემუშავება იყო. მისივე ინფორმაციით, ამ სამედიცინო დაწესებულებას 4 გამოჯანმრთელებული ჰყავს, ერთი კი კრიტიკულ მდგომარეობაშია.

თენგიზ ცერცვაძის თქმით, პაციენტებიდან, რომლის მონახულებაც მან დღეს მოახერხა, არც ერთი არ არის სამხედრო პირი.

"ვაქცინების პირველი ნიმუშები შექმნილია, გამოცდაც დაიწყო აშშ-სა და გერმანიაში, თუმცა ამას სჭირდება ხანგრძლივი დრო, რომლის დაჩქარების შემთხვევაშიც კი ვარაუდობენ, რომ სულ ცოტა ერთი წელი მაინც დასჭირდება, ანუ, წლის ბოლომდე სავარაუდოდ, ვაქცინა არ იქნება." - განაცხადა ცერცვაძემ.

თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, გორის სამხედრო ჰოსპიტალი ერთ-ერთი სანიმუშო კლინიკაა და ყველაფერი საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით მიმდინარეობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×