რეზონანსი
23.04.2020

საერთო კოვზით ზიარება შეიცავს ინფექციის გავრცელების რისკს და მას რაიმე განსაკუთრებული სამეცნიერო კვლევა არ სჭირდება, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

აღნიშნული განცხადება თენგიზ ცერცვაძემ გორში გააკეთა.

„ყველას აქვს თავისი პოზიცია, ყველანი მაინც გამოვდივართ გარკვეულად იქედან, რომ ეს სენსიტიური თემაა. ყველანი პატივს ვცემთ ეკლესიას, საქართველოს ეკლესიას, მაგრამ მე ყოველთვის ვაფიქსირებდი და ვაფიქსირებ ჩემს პოზიციას - საერთო კოვზით ზიარება შეიცავს ინფექციის გავრცელების რისკს, ამისთვის რამე განსაკუთრებული სამეცნიერო კვლევა საჭირო არ არის", - განაცხადა ცერცვაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×