რეზონანსი
23.04.2020

26 აპრილიდან კომპანია „ზოომარტის" 12-ვე ფილიალი დაიკეტება. ამის შესახებ განცხადებას კომპანია თავად ავრცელებს.

კომპანია მიზეზად იმას ასახელებს, რომ თანამშრომლების ტრანსპორტით გადაადგილებისთვის ნებართვა ვერ მოიპოვეს.

„მე-7 დღეა ჩვენს კონსულტანტებს ყოველდღიურად უწევთ ფეხით 10 კილომეტრზე მეტი მანძილის დაფარვა, რათა ვუზრუნველყოთ ფილიალების ფუნქციონირება.

ამ დრომდე შესაბამისი უწყებებიდან არ მიგვიღია ნებართვა რომ მოვახდინოთ მათი უსაფრთხო, კერძო მიკროავტობუსით ტრანსპორტირება ფილიალებამდე და სამუშაო დღის ბოლოს უკანა გზაზე, სახლებში", - წერს კომპანია.

მათივე ინფომაციით, ანალოგიური სიტუაციაა ინტერნეტ გაყიდვებთან დაკავშირებით.

არ ეძლევათ საშვი, რომ შეკვეთების საკურიერო მომსახურება უზრუნველყონ.

„გვესმის რომ ქვეყანაში შექმნილია რთული ვითარება, სახელმწიფო დგას უამრავი გამოწვევების წინაშე და ჩვენი პრობლემები შესაძლოა არც თუ ისე პრიორიტეტულია.

თუმცა, დამატებითი ბარიერების ფონზე ჩვენთვის ასეთ რეჟიმში შეუძლებელი ხდება ფუნქციონირება და ჩვენი თანამშრომლების ჯანმრთელობას ვერ დავაყენებთ საფრთხის ქვეშ.

წვიმიან ამინდში ფეხით გადაადგილების გამო რამდენიმე მათგანს უკვე აღენიშნება მაღალი ტემპერატურა და დღეიდანვე შესაძლოა რამდენიმე ფილიალი ვერ გაიხსნას", - წერია განცხადებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×