რეზონანსი
23.04.2020

"გირჩის" ინფორმაციით, იპოდრომზე აქციის დროს პოლიციამ 40-მდე აქტივისტი დააჯარიმა, მათი უმრავლესობა პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანა, ხოლო 4 მათგანი - დააკავა. ამის შესახებ "გირჩის" კომუნიკაციების მენეჯერი მარია გეგეჭკორი Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს.

"40-მდე ადამიანი დააჯარიმეს იპოდრომზე, გირჩის ორგანიზებულ აქცია-სეირნობაზე. უმეტესობა მათგანი გადაყვანილია პოლიციის განყოფილებებში.

ოთხი ადამიანი დააკავეს - დეტალებს ვარკვევ და გაგაგებინებთ,"- წერს მარია გეგეჭკორი.

შეგახსენებთ, რომ პოლიტიკური პარტიია "გირჩის" აქტივისტები იპოდრომის მიმდებარე ტერიტორიაზე გახანგძლივებულ საგანგებო მდგომარეობასა და მკაცრ შეზღუდვებს აპროტესტებდნენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×