რეზონანსი
23.04.2020

რესპუბლიკურ საავადმყოფოში დაკვირვების ქვეშ 67 პაციენტია, აქედან 40 პაციენტს დადასტურებული აქვს ინფექცია. ამის შესახებ კლინიკის ხელმძღვანელმა ლევან გოფოძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ერთი პაციენტი დაგვემატა გუშინ, სამაგიეროდ, ერთ პაციენტზე მოვიდა უარყოფითი პასუხი და დატოვებს კლინიკას. ერთს კი განმეორებითი ტესტი ჩაუტარდება და თუ კვლავ უარყოფითი პასუხი მივიღეთ, ის უკვე ხვალგაეწერება. ნელ-ნელა დავიწყეთ ხალხის გაჯანმრთელებ, რაც ძალიან გვახარებს", - განაცხადა ლევან გოფოძემ.

რაც შეეხება ახალ პაციენტს, ლევან გოფოძის თქმით, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ასევე, საავადმყოფოში მართვით სუნთქვაზე არც ერთი პაციენტი აღარ არის, თუმცა ორ პაციენტს სერიოზულად მიმდინარე პნევმონია აქვს, მათგან ერთი ჟანგბადდამოკიდებულია, თანმხლები დაავადებებით. საერთო ჯამში, ორივე ამ პაციენტის მდგომარეობა მძიმედ ითვლება, თუმცა არა კრიტიკულად.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×