რეზონანსი
23.04.2020

„რადიო მაესტროს" ინკასო დაედო,- ამის შესახებ „რადიო მაესტროს" დამფუძნებელმა მამუკა ღლონტმა სოციალურ ქსელში დაწერა.

როგორც მამუკა ღლონტი წერს, ისეთ მძიმე პერიოდში, როდესაც თანამშრომლებს ხელფასები გაუნახევრდათ, რადიოს 3000 ლარის დავალიანების გამო ინკასო დაედო.

„covid 19 პანდემიად გომოცხადებისთანავე ყველა მედიაში მნიშვნელივნად მოიკლო რეკლამამ, ხარჯებმა არა! მიუხედავად დიდი საფრთხისა რადიო „მაესტროს" ჟურნალისტები ყოველდღიურად მუშაობენ, რომ საკუთარ უზარმაზარ აუდიტორიას მიაწოდონ სასიცოცხლო ინფორმაცია.

შემოსავლის უქონლობის გამო მათ ხელფასები გაუნახევრდათ! მენეჯმენტი რამდენიმე თვეა საერთოდ არ ვიღებთ ხელფასებს! ვთვლით რომ ეს ჩვენი სამოქალაქო პასუხიგმგელობაა.

სწორედ ამ უბედურების დროს როცა ჩვენს თანამშრომლებს, ლამის საარსებო სახსრები აღარ აქვთ და საწვავის თანხას ძლივს ვაგროვებთ, ჩვენმა ხელისუფლებამ 3000 ლარის გამო დაგვადო ინკასო!

შეგახსენებთ, შემოსული თანხა მხოლოდ საწვავში და საარსებოდ სამყოფ ხელფასებში იხარჯებოდა.

დაგვადეს ინკასო! როგორ ვამუშავოთ, საქართველოს ლამის მთავარი საინფორმაციო რადიო "მაესტრო"?

იქნებ ვინმემ რამე რჩევა მომცეთ.. თორემ დარჩებით ბიძინა-მიშას მედია ამარა!" - აცხადებს მამუკა ღლონტი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×