რეზონანსი
23.04.2020

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ექიმების, სამართალდამცველებისა და ჯარისკაცების აგრესიული ტესტირების შედეგად გამოიკვეთა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს რამდენიმე თანამშრომელი კორონავირუსითაა დაინფიცირეული, კოვიდინფექციის არსებობა დაუდასტურდა 20-მდე ექიმსაც.

„დავიწყებ იმ ჯგუფიდან, სადაც კორონავირუსი არ დაფიქსირებულა და ეს გახლავთ ჯარი. შინაგან საქმეთა სამინისტროს რამდენიმე თანამშრომელია, ვისაც დაუფიქსირდა, თუმცა აქ საგანგაშო არაფერია და არიან ექიმები, ვისაც ასევე, დაუფიქსირდათ მათი რიცხვი არის დღესდღეობით 20-მდე. ეს გარკვეულწილად იყო მოსალოდნელიც, სწორედ აქედან გამომდინარე იყო დაგეგმილი ეს გაიდლაინი და ეს ალგორითმი, რომლის მიხედვითაც ხდება ამ ჯგუფების ტესტირება.

ზოგადად სიტუაცია ამ ჯგუფებში არის კონტროლირებადი. ჩვენ დამატებით კიდევ ვმუშაობთ უსაფრთხოების ზომებისა და ნორმების დანერგვაზე და ასევე, მიმდინარეობს, გარკვეულწლად, ტრენინგები ამ ჯგუფში, რათა ისინი სამომავლოდ იყვნენ უფრო მეტად დაცულები", - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×